რატომ ეშინიათ ადამიანებს დღის, როცა 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა?
ეს საინტერესოა - 17:39, 13 Apr, 2018     5201

ძველ დროში ადამიანებს არ უყვარდათ პარასკევი, ხოლო თუ მას 13 რიცხვს ემთხვეოდა, მათ კიდევ უფრო ეშინოდათ, რომ ზებუნებრივი და სატანური ძალები მათ ზიანს მიაყენებდნენ. ხალხი ამ დღეს "შავ პარასკევს" უწოდებდა.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ ცრურწმენის გავლნისა 1989 წელს მოხდა. 13 იანვარს ამოქმედდა ვირუსი, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან. მას "პარასკევი, 13" დაარქვეს და ცრუმორწმუნეები დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ ამ დღეს კომპიუტერის ჩართვას. თუმცა ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვასა და განვითარებას.

რაც შეეხება ამ ცრურწმენას, იგი დასაბამს შუა საუკუნეებიდან იღებს, თუმცა, მას თავისი გავლენა ახლაც აქვს. "შავი პარასკევის" და საერთოდ ცრურწმენების ყველაზე მეტად სახიფათო პროფესიის ადამიანებს ეშინიათ.

თავის მხრივ, როგორც პარასკევი, ასევე რიცხვი 13 ცალცალკე სარგებლობენ "ცუდი რეპუტაციით".

პარასკევის ცუდი რეპუტაცია ქრისტიანული რწმენიდან მომდინარეობს, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ პარასკევს გააკრეს. ძველ დროში პარასკევ დღეს ადამიანები არც რიმე ახალ საქმიანობას იწყებდნენ და არც სერიოზულ შეხვედრებსა თუ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

რაც შეეხება "13"-ს მას შუა საუკუნეებში "ეშმაკის რიცხვს" უწოდებდნენ. დღესაც ბევრ სასტუმროს არ აქვს 13-ე ნომერი, ზოგიერთ თვითმფრინავში არ არსებობს 13-ე რიგი და ა.შ. მეტიც, ითვლება, რომ თუ რაიმე ღონისძიებას ან თუნდაც სუფრას 13 ადამიანი ესწრება, იგი უიღბლოდ ჩაივლის, რადგან ეს რაოდენობა საიდუმლო სერობის მონაწილეთა რიცხვს ემთხვევა, რომლის შემდეგაც იესო იუდამ გასცა.

გადმოცემის თანახმად ალქაჯების წვეულება - "შაბაში" ლეგენდის მიხედვით პარასკევს 13-ში იმართება, სადაც 12 ჯადოქარი იკრიბება ერთად და შეკრებილთა შორის მეცამეტე თვით სატანა იყო.

მითების პოპულარიზაციამ ეს ორი ცრურწმენა გააერთიანა და კალენდარში გაჩნდა ე.წ. ყველაზე უიღბლო დღე, რომლითაც ყველაზე კარგად ჰოლივუდი, სხვა კინომწარმოებლები თუ მწერლები სარგებლობენ და უამრავ საშინელებათა ფილმს თუ რომანს უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს 3 წელიწადში 13 და პარასკევი ერთმანეთს შემდეგ დღეებში ემთხვევა: 2018 წ. -აპრილი და ივლისი; 2019 წ. - სექტემბერი და დეკემბერი; 2020 წ. - მარტი და ნოემბერი. ალბათ ისინი, ვისაც ამ ცრურწმენების სჯერა ალბათ დიდი შიშით მოელის ამ დღეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42