„მეგისი თავის საქმეს აკეთებდა და შედეგს ყველა ვხედავდით - მშვიდად ვცხოვრობდით“, - ამბობს ლუიზა ქარდავა და აცხადებს, რომ სულ მალე მეგის ქარდავა საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.
„სმო.ჯი“-მ ინტერვიუ მეგის ქარდავას ბაბუასთან, ისააკ ქარდავასთანაც ჩაწერა.
მეგის ქარდავას ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ბავშვობიდანვე სამაგალითო იყო დან მის აღზრდაში პირადად ღებულობდა მონაწილეობას: „დღის განრიგს მათ (ძმებს,-რედ.) მე ვუწერდი და მიჯერებდნენ კიდეც. ვასწავლიდი, რომ სკოლაში არ უნდა დაიგვიანონ, მასწავლებელს ყურადღებით უსმინონ და სკოლის შემდეგ პირდაპირ სახლში წასულიყვნენ ისე, რომ გზაში სხვებთან არ ეთამაშათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგისს ყველაფერს უგონებენ ისინი, ვინც სხვადასხვა დანაშაულის გამო თავის დროზე მან დააპატიმრა და სასამართლოს გადასცა.
სწორედ ეს ადამიანები და მათი ნათესავები ავრცელებენ ჭორებს. მათ ეუბნებიან, რომ თუ მეგისის საწინააღმდეგოს იტყვიან, სამსახურს მისცემენ. ასეთი ფაქტები ხშირია. დარწმუნებული ვარ, მეგისი არანაირ უკანონობაში არაა გარეული“, - ამბობს ისააკ ქარდავა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეეფერება ხმები იმის თაობაზე, თითქოს მეგისი სქურში, ბაბუასთან დადის და იქვე იმალება:
„როგორი სიმართლეც ესაა, ასეთივე სიმართლეა ის ამბებიც, რასაც მეგისს უგონებენ. მეგისი მას შემდეგ არ მინახავს, რაც თბილისში გადავიდა. არც ტელეფონით შევხმიანებივარ და არ ვიცი, სად იმყოფება“, - ამბობს მოხუცი „სმო.ჯი“-სთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






