როგორც ცენტრის ხელმძღავანელი აღნიშნავს, ამჟამად ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს თუმცა, ცირკულირება ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება.
"გრიპი არ გახლავთ სახუმარო, მითუმეტეს, თუ ეს აქვთ ქრონიკულ დაავადების მქონდე ადამიანებს. ვაქციანაცია რეკომენდირებულია ბავშვებისთვის, 65 წლის ზემოთ და ქრონიკულ დაავადების მქონე ადამიანებისთის, და ორსულთათვის. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს ქვეყანაში მაგრამ, ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები, რომელიც ნაკლებ საშიში ვიდრე გრიპი. თუმცა გრიპის ცირკულაციას ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან ველოდებით. ამიტომ ყველას შეუძლია სწორი პრევენციით, ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვით და აცრებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის განვითარება"- განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებს, რათა ოქტომბრის ბოლოდან დაწყებული გრიპის ცირკულაცია მინიმუმადე იყოს დაყვანილი.
"გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია არის უფასო. გახლავთ ყველაზე ეფექტური საშუალება გართულებებისგან თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 27 000-მდე ვაქცინაა უბრალოდ მომართვიანობაა არაა მეტი და ესეც საკმარისია. ვინაიდან იმუნიტეტის გამომუშავებას ორი კვირა მაინც ჭირდება ამიტომ სავალდებულოა, რომ ეს დაიწყოს ოქტომბრიდან და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ეს ახლა"- აღნიშნა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები