უკრაინაში, გამოფენა "იარაღი და უსაფრთხოება" წარმოადგინეს უკრაინა-პოლონეთის ერთობლივი წარმოების. ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა ZRN-01 Stokrotka, რომელსაც "დრონების მკვლელს" უწოდებენ.
ZRN-01 Stokrotka განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების, უპირველეს ყოვლისა უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და განადგურებისთვის. ასევე სისტემას შეუძლია გაანადგუროს მიწაზე მყოფი სამიზნეები, დაწყებული ქვეითი მებრძოლებითა და გამაგრებული საფარებით დასრულებული.
აპარატს გააჩნია მიზნის ამოცნობისა და აღმოჩენის სისტემა, რომელიც რთავს უკრაინულ რადარს და პოლონურ ოპტიკურ და ციფრულ სისტემას, რომელიც წარმართავს უკრაინული უმართავი რაკეტის РС-80ПО-ს გასროლის მიმართულებას. ამ აპატარურის მეშვეობით, ZRN-01 Stokrotka-ს შეუძლია 10 კილომეტრის რადიუსსა და 4 კმ სიმაღლეზე აღმოაჩინოს ყველაზე პატარა დრონი, რომელიც კომპოზიტური, ე.წ. "გამჭვირვალე" მასალისგან არის დამზადებული.
მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში აპარატი ითვლის მისი მოძრაობის ტრაექტორიას და რაკეტას გადაკვეთის წერტილის მიმართულებით უშვებს. რაკეტის მაღალი სიჩქარიდან გამომდინარე, მისი მოგერიება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ZRN-01 Stokrotka-ს ასევე გააჩნია სწრაფი სროლის სისტემა, რაც მას საშუალებას აძლევს რამდენიმე დრონი ერთდროულად გაანადგუროს.


მასალის გამოყენების პირობები






