აშშ და ისრაელი გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას - UNESCO ტოვებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილებები გუშინ გახდა ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო, თუმცა „ეს გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების საჭიროებით და ანტი ისრაელური მიკერძოებულობით.” გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.
აშშ-ის შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუ, UNESCO-დან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებაზე განკარგულება გასცა. მან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაც მოიწონა, რომლის თანახმადაც აშშ ამ ორგანიზაციას 31 დეკემბრიდან დატოვებს.
მიმდინარე წლის 8 ივლისს ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






