სომხეთი-ნატოს ურთიერთობები და რუსეთის ზეწოლა ერევანზე
მსოფლიო - 11:28, 13 Oct, 2017     2237

სომხეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული დილემის წინაშე იყო და რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. შემდეგ კი, მოაგვარა ეს ურთიერთობა და ამ ქვეყნის ლიდერობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი გახდა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობიდან დღემდე, სომხეთი მხოლოდ უპირატესობას ანიჯებდა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას. ერევნის სამხედრო თანამშრომლობა სხვა წევრ ქვეყნებთან დაბალ დონეზეა, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით სომხეთს მხარს არ უჭერს, პირიქით, მათ პოზიცია აზერბაიჯანის პოზიციასთან ახლოსაა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პარალელურად სომხეთმა ნატოსთან ურთიერთობის პირველი ნაბიჯები გადადგა. მაგრამ ეს თანამშრომლობა რუსეთის ნებართვის ფონზე ხორციელდებოდა და არ განვითარდა.

შესაბამისად, ნატო-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანის - „სომხეთს არ სურს ნატოს წევრობა“, თავდაცვის მინისტრის სერჟ სარკისიანის - „სომხეთი არ ფიქრობს ნატოს წევრობაზე. ეს არ შეესაბამება ქვეყნის გეოსტრატეგიულ ინტერესებს.“ და საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანის - „სომხეთი არ არის მზად ნატოს წევრობისთვის, არც ნატო მზად არ არის სომხეთის მიღებისთვის“ - განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს.

სომხეთის ოფიციალური პირების ამ განცხადებების შეფასებისას აღინიშნა, რომ სომხეთი ნატოსთან ურთიერთობების დამყარებას არა პირდაპირ, არამედ რუსეთის გავლით ცდილობს. ამის საპასუხოდ ოსკანიანმა განაცხადა: „სომხეთი არასოდეს იძულებული არ ყოფილა ნატოსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებაში“.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის პარალელურად ნატოსთან ურთიერთობებში უშედეგო გამოცოცხლება იგრძნობა, მაინც რუსეთის ზეწოლაც გაიზარდა.

რუსულ მედიაში ვრცლად განიხილეს, ამ წლის აგვისტოში საქართველოში ნატოს მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი - 2017“. ამ სწავლებაში სომხეთის მონაწილეობამ ოდიოზური ვითარება შექმნა. სომხეთის მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად არ მიიღეს რეგიონის ქვეყნებმა, აშშ-მ და რუსეთმა. აშშ ამას აფასებდა სომხეთის მხრიდან ნატოსთან ურთიერთობების განვითარების მცდელობად, რუსეთი კი, სომხეთს ხედავდა მისი ორბიტისგან დაშორებულ ქვეყნად.

საბოლოოდ, სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე სომხეთმა გაითვალისწინა რუსეთის ზეწოლა და უარი თქვა მასში მონაწილეობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, სომხეთმა ბოლო მომენტში განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არტაკ ზაქარიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალურად არ უთქვამთ თანხმობა მონაწილეობასთან დაკავშირებით და განაცხადა: „მე არ ვიცი, სომხეთის სახელი როგორ მოხვდა მონაწილე ქვეყნების სიაში. სომხეთის რესპუბლიკას არასოდეს უთქვამს, რომ მომდევნო სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს.“

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ასეთი განცხადების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადება უარყო და თქვა: „სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარ დადასტურებული ჰქონდა ნატოს სამხედრო სწავლებაში - “Agile Spirit 2017” მონაწილეობა. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ უარი თქვა“.

აშშ ცდილობდა სომხეთი წაეხალისებინა ნატოსთან თანამშრომლობისთვის მაგრამ, რეგიონის პოლიტიკური და უსაფრთხოების რეალობა სულ სხვაა. აშშ-გან განსხვავებულად რეგიონზე გავლენისთვის რუსეთს უფრო სერიოზული მექანიზმები გააჩნია და შესაბამის სიტუაციებში თავს არ იკავებს ამის გამოყენებისგან. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ სომხეთის ენერგიის სექტორში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება შეუძლიათ, მაგრამ სომხეთის მთავრობამ ამ წინადადებას ოფიციალური პასუხი არ მისცა. ბოლო დროს აშშ-ის მთავრობის სომხეთთან ყველანაირი ურთიერთობის გავრცელების ინიციატივას ერევანი არ იღებს სიამოვნებით. ერევანის ოფიციალურმა პირებმა იციან, რომ თუ, რუსეთის მიუხედავად გაითვალისწინებენ აშშ-ის მთავრობის შემოთავაზებას, მაშინ საშინაო პოლიტიკასა და მთიან ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით დინამიკა შეიცვლება.


ჰათემ ჯაბბარლი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42