"სამალავების აღმოჩენის ღამეს ზუგდიდში მაღაზია გამაღებინეს და ახალი ვიდეოფირები იყიდეს"
საზოგადოება - 23:37, 04 Jul, 2013     6913


-ამის შესახებ "ნიუპოსტს" ზუგდიდელმა მამაკაცმა უთხრა, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული და ტექნიკის მაღაზია აქვს. მამაკაცის თქმით, მისი მაღაზია ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს:

 

"იმისთვის, რომ ჩემს მაღაზიაში მოხვდეთ, ერთი დიდი ობიექტი უნდა გაიღოს (რედაქცია შეგნებულად არ ასახელებს პირის ვინაობას და მისი მაღაზიის ადგილსამყოფელს). როცა ღამით დამირეკეს და მითხრეს, რომ მაღაზია უნდა გამეღო, რადგან იქ აუცილებლად უნდა შეეძინათ ახალი ვიდეოფირები, მე ვუთხარი, რომ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

 

ტელეფონში მიპასუხეს, რომ ვიზეც იყო დამოკიდებული, უკვე გაფრთხილებული ჰყავდათ და ობიექტი ღია დამხვდებოდა. კი გამიკვირდა, მაგრამ როცა მანქნა გამომიგზავნეს, გავყევი. თითო ფირი 12 ლარად მივყიდე, მერე მაღაზია დავკეტე და სახლში წამიყვანეს", - იხსენებს ზუგდიდელი გ. ა.-ია. მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული კადრები არა მეორე დღეს, არამედ გვიან, ინტერნეტში ნახა და ვიდეოფირების დამამზედებელი ფირმის ლოგოტიპები ემთხვევა მის მიერ გაყიდული ფირების მწარმოებელი ფირმების დასახელებებს.

 

მისივე თქმით, ფირები ჩვეულებრივი მინიკასეტები იყო: "ასეთ კასეტებს ჩემგან, ძირითადად, ქორწილების გადასაღებად ყიდულობენ".
გ.ა.-იას თქმით, მყიდველებს შორის ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანი ამოიცნო, თუმცა, მის სახელსა და გვარს ვერ იხსენებს: "ზუსტად ვიცი, რომ პოლიციაში მუშაობს და ისიც ვიცი, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე, როცა პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ეგ დანიშნეს, მაგრამ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ", - ამბობს "ნიუპოსტთან" საუბარში გ.ა.-ია. მისი თქმით, ზემოთაღწერილი ფაქტები 15 ან 16 ივნისს, ღამით მოხდა.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს შსს-მ გააკეთა განცხადება სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და საიდუმლო ჩანაწერების აღმოჩენის შესახებ. განცხადების თანახმად, ნაპოვნი იქნა ვიდეოფირებიც, სადაც ცალკეული პირების მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები იყო აღბეჭდილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42