დავით კეზერაშვილი თამაზ ნიჟარაძეს და შალვა ხაჭაპურიძეს სასამართლოში უჩივის
სამართალი - 20:35, 04 Jul, 2013     1213

ადვოკატის თქმით, ცალკეული პირების მხრიდან გამთქმული ემსახურება კეზერაშვილის პიროვნებას უკიდურესად უარყოფითად წარმოაჩენს, რაც ,,არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს და ეპატიოს მის ავტორებს", - ნათქვამია განცხადებაში.


"მე, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გაცნობებთ, რომ შეტანილია სარჩელი თამაზ ნიჟარაძისა და მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის წინააღმდეგ, ბატონ დავით კეზერაშვილის პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია წარმოებაში. ამ პირების მიერ წამოყენებული ყველა ბრალდება არის აბსურდული, უსაფუძვლო და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ის განცხადებები, რომლის თანახმადაც თითქოს დავით კეზერაშვილი თამაზ ნიჟარაძის ოჯახს და განსაკუთრებით მის შვილს, ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა, არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და უკიდურესად შეურაცხმყოფელი. მანქანის დაწვის ფაქტთან დავით კეზერაშვილის მყისიერი დაკავშირება, ემსახურება მისი პიროვნების დისკრედიტაციას და არა მომხდარის შესახებ ჭეშმარიტების დადგენას. დავით კეზერაშვილის სახელის ასოცირება შვილის სიცოცხლის ხელყოფასთან, წარმოადგენს უსაფუძვლო, მაგრამ უმძიმეს ბრალდებას, რაც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს და ეპატიოს მის ავტორებს. ამ ფონზე და ასეთი საზარელი ბრალდების შემდეგ, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ჩუმად ყოფნას და სასამართლოს გზით ვიბრძოლებთ თამაზ ნიჟარაძისა და მისნაირი სხვა უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების წინააღმდეგ, ხოლო ზიანის ანაზღაურებით მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტებს, მათ შორის ბავშვებზე ზრუნვას",-ნათქვამია კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42