„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩეხეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:16, 12 Oct, 2017     1255
„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პრაღაში მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს „ჩეხინვესტის“ ხელმძღვანელს კარელ კუჩერას და სააგენტოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს თომაშ ვავრესკას შეხვდა. პრაღაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ჩეხეთის ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, „ჩეხინვესტის“ მენეჯმენტმა ქართულ დელეგაციას სააგენტოს მუშაობის პრინციპები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. ჩეხი ინვესტორები საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

ჩეხეთის ბიზნესისა და საინვესტიციო განვითარების სააგენტო „ჩეხისნვესტი“, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააგენტოა, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. სააგენტო უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს.

ქართულ დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატში უმასპინძლეს. შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილესა და აგრარული განვითარების კომიტეტის წევრ პროფესორ იან ზალოდიკთან, აგრეთვე, პარლამენტის სენატორებთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. დაგეგმილია ვიზიტი ქალაქ ბრნოში, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტს, საუნივერსტეტო კლინიკასა და სამედიცინო ფაკულტეტს დაათვალიერებენ. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტსა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს) შორის. მემორანდუმის მიზანია ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.

„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. „საპარტნიორო ფონდი“ მათი განვითარებისა და ულტრატანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან მართავს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, ფონდის შვილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა. დელეგაცია ჩეხეთში ქვეყნის პარლამენტის სენატის, ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა და აგრარული კომიტეტების მიწვევით იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42