"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა, იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს.
ამის შესახებ იტალიელმა მწერალმა და პოლიტიკოსმა ვიტორიო სგარბიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს, ჯანლუიჯი ბუფონს სპორტის მინისტრის პოსტს შესთავაზებს.
"თუკი არჩევნებშო გავიმარჯვებთ, ბუფონი რა თქმა უნდა სპორტის მინისტრი გახდება. ის გაწონასწორებული ადამიანია, ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და თანაც მალე კარიერას დაასრულებს. ის დაინტერესებულია პოლიტიკით, ხელოვნებით და ჩვენს შეთავაზებას სერიოზულად უყურებს" - განაცხადა პოლიტიკოსმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთები თავად ლეგენდარულ მეკარეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






