კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოიტანა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:45, 12 Oct, 2017     795
დეველოპერულმა კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით.

ინვესტიციის მოზიდვის მიზანს სამშენებლო ბიზნესის გაფართოება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო "Biltmore“-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. პრეს-კონფერენციას ესწრებოდა როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განაცხადებით - „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება ამ ინიციატივას, მითუმეტეს მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის ფორმირების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართულია ამ პროცესში.“

კომპანიამ ფასიანი ქაღალდების განთავსების ლეგიტიმური უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი დაუმტკიცა და დაურეგისტრირა 2017 წლის 6 სექტემბრის # 94 განკარგულებით.

"ჩვენ გამოვუშვით 2 მილიონი დოლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდები, რომელიც გახლავთ ორწლიანი და 11%-იანი საპროცენტო განაკვეთი. მისი ნომინალური ღირებულება გახლავთ 40 000 აშშ დოლარი. ეს მოხმარდება მხოლოდ „მწვანე უბანი ლისთან“ პროექტის საქმიანობას. ამ ეტაპზე უბნის მშენებლობა სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა. 4 სახლს ვაბარებთ თეთრი კარკასით და ექსპლუატაციაში ეს ნაწილი ნოემბერ - დეკემბერში ჩაბარდება. ფასიანი ქაღალდების შესაძენად ძალიან მარტივი პროცედურებია გასავლელი“ - განაცხადა კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42