"მიმდინარეობს საქმის განხილვა, ბრალდებულების: მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ. ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების არსი მდგომარეობდა შემდეგში:
2009 წლის 1 იანვარს, დაბა ბაკურიანში მომხდარი ინცინდენტის გამო, ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს, მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალცალკე ოთახებში, ცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ ცემაში მონაწილეობდნენ, მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები, სერგო სამსონაძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე, ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე, სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონაძე, ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გადაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ასე დასწვა ყური.
ამის შემდეგ, ნაცემი დაზარალებილი, პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც, გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანატანში შეუყვანა, გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს, ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა, თუკი ჭკუით არ მოიქცეოდა.
მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი, მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა, 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორანში პოლიციის მუშაკებმა, 2011 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს სამი პირი, აღნიშნული პირები, მამუკა ხვედელიანის დავალებით, წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რომ თითქოსდა მათ ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთ-ერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.
ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო, ბრალდებულებს, მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლოლიძეს, ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.
აღნიშნული ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორიცაა ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა, რომლებიც მოპოვებული იქნა, როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს, ამ საქმის განხილვა რამდენიმე დღე გრძელდებოდა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება, მათი გათავისუფლების პირობით, რაც მოსამართლის სიტყვებით, ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა, პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რათა ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატური სასჯელი იქნებოდა მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში, გუშინ 2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა, მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია, განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






