საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით თელავში ქუჩების გარე განათებისა და მიწისქვეშა კუმუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტი 2012 წლის მარტში დაიწყო და 2013 წელს დასრულდა დაასრულა. თელავის ქუჩების გარე განათების პროექტის ღირებულება 2,523,509.24 ლარს შეადგენს. პროექტი ფარგლებში თელავის ქუჩებში 161 ცალი გარე განათების ერთ სანათიანი ბოძი, 59 ოსანათიანი გარეგანათების ბოძი, 20 ცალი კედლის ერთსანათიანი ბრა, 1190 "ლედი"-ი ტიპის დიოდური მინათების სანათი და 104 ცალი გრუნტის სანათი დამონტაჟდა.
გარე განათების რეაბილიტაცია ერეკლეს მოედნზე, ჩოლოყაშვილის, რუსთაველის, ბარნოვისა და ერეკლე მეორეს ქუჩებზე განხორციელდა. სამუშაოებზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული აქედან 45 % ადგილობრივი მოსახლეობა იყო. თელავის ქუჩების გარე განათების რეაბილიტაცია ქართულმა კომპანიებმა შპს "ერისიმედმა" და შპს "ჯავამ" განახორციელეს.
თელავის რაიონის რეაბილიტაციის ფარგლებში გარე განათების გარდა მოსახლეობას მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებიც მოუწესრიგდა.
მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 4,631,060.74 ლარია. აღნიშნული პროექტიც მსოფლიო ბაკნის დაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დიამეტრის 8650 მეტრიანი კანალიზაციის მილსადენი, ასევე 1975 მეტრიანი სანიაღვრე კანალიზაციის ქსელი და 14180 მეტრიანი წყალსადენი ქსელი.
თელავის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შპს "ინ-სმა" და შპს "სერვისმა" განახორციელეს. სამუშაოებზე 90 ადამიანი იყო დასაქმებული , აქედან 40% ადგილობრივი მოსახლეობა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






