"საქართველო - ახალი მარგალიტი მოგზაურებისთვის"- Huffington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:55, 11 Oct, 2017     1250
ამერიკული გამოცემა Huffington Post მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი ჩვენს ქვეყანას მარგალიტს ადარებს და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს სტატიაში აზიარებს:

„ხანდახან ფიქრობ, რომ ყველა ადგილი გამოკვლეულია და ახალი სამოგზაურო მიმართულება აღარ არსებობს. თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქში ერთიდაიგივეს ვუყურებთ. რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს, ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩურჩხელა და ხაჭაპური, თუ თქვენ ეს სიტყვები პირველად გესმით მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. არა, ეს ატმების შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ქვეყანაში უგემრიელესი კერძები მზადდება. ხაჭაპური ქართული პიცაა, ჩურჩხელაზე კი მთელი ქვეყანა გიჟდება. ასეულობით ვაზის ადგილობრივი ჯიშისგან საქართველოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მიირთმევენ. საქართველოს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ესაზღვრება. მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყანა მულტიკულტურულ ცენტრად იქცა, რაც სამზარეულოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზეც აისახა.“

სტეფან რაბიმოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინოს უთმობს: „მისტიკის და მიმზიდველობის უკან 8 ათასწლოვანი ტრადიციული ღვინის წარმოება დგას. ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ღვინის დამზადების ამ უძველესი მეთოდით ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა.“

სტატიის ავტორი სხვადასხვა მარნების და ღვინის ბიზნესში დასაქმებულების შესახებ საუბრობს. კულინარიისა და ღვინის შემდეგ სტეფან რაბიმოვი საქართველოს ბუნებას აღწერს: „მკაცრი მთები, მდინარეები, ხეობები და მდელოები იდეალური ადგილია მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით ამაყობს. ამ ქვეყნის ქალაქები ძველი და თანამდროვე ლამაზი შენობებით გამოირჩევა. კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახლების გვერდით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდებით, როგორიც არის მეტალით და მინით მოწყობილი შენობები. საქართველოს დედაქალაქი ქვებით მოკირწყლული, ლამაზი, ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, რომელიც მთებს მიუყვება. თბილისში საერთაშორისო არქიტექტორების დიზაინით აშენებული თანამედროვე სახლებია. თბილისის არქიტექტურა სპარსული და რუსული არქიტექტურის გავლენას განიცდის. ყველაზე მეტად შესამჩნევია დიდი, მოჩუქურთმებული ხის აივნები, ასევე გოგირდის აბანოები, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტატიის ბოლოს სტეფან რაბიმოვი საქართველოს დედაქალაქის თანამედროვე ცხოვრებას, თბილისის მოდის კვირეულს და კლუბურ გართობას აღწერს.

„თუ გსურს მომავალში თავი დააღწიო გადაჭედილ ქუჩებს დაივიწყე რუკა, აიღე მენიუ ან ბოთლი, ამის შემდეგ თუ ვერ წარმოთქვამ ვერაფერს ეს ნიშნავს, რომ შენ სამოგზაურო მარგალიტი აღმოაჩინე და ძლიერი ჭაჭის ჭიქით კი ადღეგრძელე სიცოცხლე, გაუმარჯოს!“- წერს Huffingtonpost-ის ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42