„არ არსებობს სექსუალური შეურაცხყოფის ან სექსუალური შევიწროების საბაბი - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა პროფესიის. მივესალმები იმ ქალების სიძლიერეს და გამბედაობას, რომლებმაც ხმა აიმაღლეს“ - წერს დიკაპიო.
შეგახსენებთ, სექსუალურ შევიწროებაში ჰარვი ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა დაადანაშაუალა, სტატია ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, 90-იან წლებში, კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პრდოდიუსერი გაუპატიურებაში დაადანაშაულა სამმა ქალმა.
ცნობილი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმაც.
ნიუ-იორკერმა გამოაქვეყნა კი 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.
ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ინგლისელმა დიზაიენრმა ჯორჯიანა ჩაპმანმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
მასალის გამოყენების პირობები






