ნიუ-იორკერმა კი გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.
ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩაპმანმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
- გეუბნები, ახლავე შემოდი.
– რა უნდა გავაკეთოთ იქ?
– არაფერი! მე შხაპი უნდა მივიღო. შენ კი უბრალოდ იჯდები და რამეს დალევ.
– არ ვსვამ.
– წყალი დალიე, ერთი ჭიქა წყალი მაქვს.
– არ შეიძლება აქ დავრჩე?
– არა, ახლავე უნდა შემოხვიდე.
– არა. არ მინდა შემოსვლა.
– არაფერს დაგიშავებ, გპირდები.
– ვიცი, მაგრამ ბოდიში, არ მინდა, არ შემიძლია.
– ახლავე შემოდი.
– არა, გუშინ აგრესიული იყავი ჩემ მიმართ.
– ვიცი, მაგრამ ახლა არაფერს გავაკეთებ, გთხოვ, შემოდი.
– მე არ მინდა, რომ შემეხო.
– გეფიცები, არ შეგეხები, უბრალოდ, დაჯექი ჩემთან ერთად, არ დამტოვო ამ სასტუმროში შერცხვენილი, მე სულ აქ ვარ.
– ვიცი, მაგრამ არ მინდა.
– შემოდი და დაჯექი აქ, ერთი წუთით. მე ამას ვითხოვ შენგან. შედი აბაზანაში.
– მე არ მინდა იმის გაკეთება, რაც არ მინდა, რომ გავაკეთო.
– ჰეი, მოდი აქ! მომისმინე.
– მე დაბლა ჩავდივარ.
– მე არაფერს დაგიშავებ. იცოდე, თუ ამ სასტუმროში ასე შემარცხვენ, სადაც სულ ვრჩები, ვეღარასდროს მნახავ, კარგი? სულ ესაა.
– მე არ გარცხვენ, უბრალოდ ჩემთვის ეს კომფორტული არ არის.
– ძვირფასო, არ იჩხუბო ჩემთან, დერეფანში ვდგავართ. არაფერს დაგიშავებ, შვილებს გეფიცები, უბრალოდ შემოდი, მე ცნობილი კაცი ვარ.
– ახლა ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.
– შემოდი ახლავე და ამ წუთში. როგორც კი ასისტენტი ჟაკეტს მომიტანს, მერე შეგიძლია წახვიდე.
– გუშინ რატომ შემეხე მკერდზე?
– გთხოვ, ბოდიში, უბრალოდ ახლა შემოდი, მე ამას შეჩვეული ვარ. შემოდი.
– შენ ამას შეჩვეული ხარ?
– კი, შემოდი,
– მაგრამ მე არ ვარ ამას შეჩვეული.
– არაფერს დაგიშავებ, შემოდი და აქ დაჯექი. შემოდი ახლავე და აქ დაჯექი.
– არა, არ მინდა.
– შენ თუ ახლა ამას არ გააკეთებ სამუდამოდ წადი და აღარასდროს დამირეკო. კარგად იყავი, მე შეგპირდი, რომ არაფერს დაგიშავებდი.
– ვიცი, მაგრამ გუშინ მეტისმეტი მოგივიდა.
– გთხოვ, შენ ახლა სცენას მართავ. ნუ გაინადგურებ ჩემთან მეგობრობას ხუთი წუთის გამო.
– არა, მე წასვლა მინდა, არ შემიძლია ამის გაკეთება, ეს მეტისმეტია.
– ოკ, ნახვამდის, ნახვამდის.
მასალის გამოყენების პირობები






