როგორც New York Times იტყობინება, გვინეტ პელტროუ ყვება, რომ ვაინშტაინთან მაშინ მუშაობდა, როცა 22 წლის იყო და ფილმში Emma მთავარ როლში იღებდნენ.
მისი თქმით, გადაღებების წინ , ჰარვიმ საქმიანი შეხვედრისთვის სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, ბოლოს კი საძინებელში შესვლა და მსაჟის გაკეთება შეთავაზა.
"ბავშვი ვიყავი და ეს ჩემთვის საშინელება იყო” - ამბობს პელტროუ. მისი თქმით, ამის შესახებ ბრედ პიტს მოუყვა, რომელიც მაშინ მისი შეყვარებული იყო და რომელსაც ვაინშტაინთან დაპირისპირება მოუვიდა.
შეგახსენებთ, გვინეტ პელტროუმ ადრე განაცხადა, რომ მას სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა მამაკაცმა, რომელიც მისი კარიერის შექმნაში მონაწილეობდა და რომელიც მოგვიანებით ოსკარის აღებაში დაეხმარა. მედია ვარაუდობს, რომ ეს ადამიანი ვაინშტაინია.
მსგავსი ისტორია აქვს ანჯელინა ჯოლისაც.
"ახალგაზრდობისას ჰარვი ვაინშტაინთან მუშაობის ცუდი გამოცდილება მქონდა, შედეგად გადავწყვიტე მასთან არასდროს მემუშავა და ამის შესახებ სხვებსაც ვაფრთხილებდი. მსგავსი ქცევა ქალების მიმართ მიუღებელია"- განაცხადა ჯოლიმ , რომელმაც კომენტარი იმელილით გაუგზავნა რედაქციას.
5 ოქტომბერს The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მსახიობების წერილები იყო თავმოყრილი, რომლებიც პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს. აღნიშნული სტატიის გამოსვლის შემდეგ კი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან The Weinstein's company-დან გამოაგდეს.
ნიუ-იორკერმა კი გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.
ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩაპმანმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
მასალის გამოყენების პირობები






