„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ მონაწილეები ეროვნულ მუზეუმში შეიკრიბნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:46, 11 Oct, 2017     992
ეროვნულ მუზეუმში პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს.

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას მოხდეს, შესაბამისად, „ბიზნესდაჯილდოების“ მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ამ ჰეშთეგით მონაწილე კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელს საქართველოს.

პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა. მონაწილეები 7 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

· წლის სტარტაპერი - 233 კომპანია

· წლის მცირე ბიზნესი - 230 კომპანია

· წლის ბიზნესი - 152 კომპანია

· წლის ინოვაციური ბიზნესი - 142 კომპანია

· წლის ქართული პროდუქტი - 132 კომპანია

· წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია

· წლის აგრობიზნესი - 42 კომპანია

დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე კომპანიების შესახებ სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge .

დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას პროექტის ორგანიზატორები, თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

გამარჯვებული კომპანიები დეკემბერში დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი, ნოემბერში დაიწყება.

დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - თიბისი ბანკის ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42