დღეს ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური მადრიდი კატალონიის პარლამენტის დაშლისა და ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი კონტროლის დამყარების შესაძლებლობას განიხილავს.
ესპანეთის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის მიუხედავად, 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა.
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს . რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს ევროკომისიაც.
ავტონომიის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის თქმით კი, კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა, თითქმის, 8%.
მასალის გამოყენების პირობები






