ჰაკერები ჩრდილოეთ კორეიდან ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ სამხრეთ კორეის დიდი რაოდენობით სამხედრო დოკუმენტები მოიპარეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ-ინის ლიკვიდაციის გეგმაც.
რი კოელ-ჰე, სამხრეთ კორეელი კანონმდებელი აცხადებს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
მოპარული დოკუმენტები მოიცავენ გეგმებს საომარი სიტუაციის დროს, რომლებიც შემუშავებულია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ.
დოკუმენტები ასევე მოიცავს პარტნიორი სამხედრო მაღალჩინოსნების პატაკებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჰაკერებმა შეძლეს იმ დოკუმენტების მოპარვა, სადაც საუბარია სამხრეთ კორეის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.
როგორც ცნობილია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მაქსიმალურად დაცული ბაზიდან 235 გეგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია იქნა მოპარული, აქედან 80% ჯერკიდევ დაუდგენელია თუ რა სახის საიდუმლოებებს შეიცავს.
აღნიშნული ფაქტი გასული წლის სექტემბერში მოხდა, მიმდინარე წლის მაისში სამხრეთ კორეამ გარკვეული პრობლემის შესახებ განაცხადა, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.
მასალის გამოყენების პირობები






