გამოცდების ეროვნული ცენტრი სოცქსელში "ნიუპოსტის" ექსკლუზივის განხილვას ეხმაურება
საზოგადოება - 13:52, 04 Jul, 2013     1151

 


ამასთან, ცენტრი აღნიშნავს, რომ "ნიუპოსტმა" სრულად და უცვლელად გამოაქვეყნა ცენტრის პოზიცია, რისთვისაც მადლობას უხდის სააგენტოს.

 

"ნიუპოსტი" გთავაზობთ ეროვნული გამოცდების ცენტრის განცხადებას:

 

"ბაზაში გამოცდილი (აპრობაციაზე გატანილი) დავალებების მხოლოდ ნაწილი ხვდება, ისიც მოდიფიცირების შემდეგ. გარდა ამისა, ერთ კონკრეტულ საცდელ ტესტირებაზე გატანილი დავალებებით არ ხდება ტესტის საბოლოო ვერსიის შექმნა - ტესტში კონკრეტული საცდელი ტესტირებიდან მხოლოდ ერთეული დავალება ხვდება, ესეც დაცულობის მექანიზმია იმ შემთხვევისთვის, თუ აპრობაციის მონაწილემ დაიმახსოვრა რომელიმე ტესტური დავალება.

 

ამასთან, ტესტში დავალება შედის რედაქტირების შემდეგ და არა იმ სახით, როგორც საცდელ ტესტირებაზე იყო გატანილი. ასევე იცვლება პასუხების თანმიმდევრობა (რიგითობა).

 

აპრობაციებზე გასული დავალებების ნაწილის ნახვა აბიტურიენტებს დამხმარე მასალებშიც შეუძლიათ.

 

კონფიდენციალობა და უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია დაცული ბეჭდვისას - ტესტები ბრიტანეთში, კონფიდენციალური მასალების ბეჭდვაში გამოცდილმა კომპანიამ "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა.

 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დეტალურად განმარტა ეს ყოველივე სააგენტო ნიუპოსტსთან საუბრისას. სააგენტომ კი სრულად და უცვლელად გამოაქვეყნა ცენტრის პოზიცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით ნიუპოსტს. რაც შეეხება სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებლის კომენტარებს სტატიაზე, მივიჩნევთ, რომ კონკრეტული (აშკარად არაკომპეტენტური) პირების მიერ პოლიტიზირებული, დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარების გავრცელება პროცესის კომპრომენტირებას, ასევე აბიტურიენტების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და გამიზნულ ქმედებას ჰგავს.

 

ნიშანდობლივია, რომ სწორედ სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა ცილისმწამებლური ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლების შესახებ გასული წლის მაისიდან რამდენიმე თვის განმავლობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42