ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, დანაყოფების განთავსება დაკავშირებულია შავი ზღვის სანაპიროებზე, განსაკუთრებით კი ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნით. ალიანსის ხელმძღვანელის განმარტებით სწორედ ამის საპასუხოდ გაზარდა თავისი ძალები ნატომ რეგიონში.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც სამხედრო ხომალდების გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის წვრთნები ნაკლებად გამჭვირვალედ ტარდება, მაგალითად კი ბელორუსულ-რუსული ტაქტიკური წვრთნა ‘ზაპად 2017“ მოიყვანა, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მას არ სურს ახალი „ცივი ომი“:
„რუსეთი ჩვენი მეზობელია, და ჩვენ მისი იზოლირება არ გვსურს, ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი“- განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა
მასალის გამოყენების პირობები






