ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ენის რეფორმა საზოგადოების ცნობიერების მოდერნიზაციისთვის ერთერთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. როგორც ნაზარბაევმა აღნიშნა, ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა რთული პროცესია, რომლის მიზანს ყაზახური ენის განვითარება და მისი გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ჩართვა წარმოადგენს.
ნაზარბაევის განცხადებით ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებს არ შეზღუდავს და მათ კირილიცა დამწერლობის გამოყენება ისევ შეეძლებათ.
ყაზახეთი კირილიცას თითქმის 80 წელია იყენებს. ნაზარბაევი მოითხოვს, რომ 2018 წლისთვის გამოიცეს სახელმძღვანელოები ლათინური ანბანის გამოყენებით და მომზადება გაიარონ პედაგოგებმა. გეგმით, კირილიცას გამოიყენებენ ახალი დამწერლობის პარალელურად, დაუდგენელი ხანგრძლივობის „გარდამავალ“ პერიოდში. ყაზახეთის ლიდერს ადრეც, 2006 და 2012 წლებშიც გამოუთქვამს კირილიცის ლათინურით ჩანაცვლების სურვილი, რაც რუსეთის მედიაში „გეოპოლიტიკურ ნაბიჯად“ გამოაცხადეს და გააკრიტიკეს.
მასალის გამოყენების პირობები






