საკონსტიტუციო კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო
პოზიცია - 18:01, 09 Oct, 2017     1548

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შემდეგ საკითხებს ეხება:

პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ბონუსის გარეშე

ბლოკი და 3%-იანი ბარიერი

პრეზიდენტის არჩევის წესის გადავადება ორპალატიან პარლამენტამდე

ვენეციის კომისის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი ძალისგან აღებული კიდევ ორი ვალდებულება:

1. გამოხატვისა და რწმენის თავისუფლების ნაწილში გარკვეული ფორმულირება;

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილში - არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღოს არა სრულმა შემადგონლობამ, არამედ უმრავლესობამ.

პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოტივირებულ შენიშვნებზე ისაუბრა:

"კონსტიტუციასთან მიმართებით გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობდით, ეს არის შეთანხმება, კონსესუსი და სწორედ ამ სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნება. პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საკითხები, ის საკითხები რომლებიც ქართულმა ოცნებამ ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს ოთხი საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში, მეხუთე საკითხიც ასევე ქართულ ოცნებას ეკუთვნის, ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები იქნება დამატებული, ანუ ოპოზიცია მისცემს ხმას და ეს საკითხიც სრულიად უმტკივნეულოდ იქნება გათვალისიწნებული კონსტიტუციაში, ბოლო საკითხი კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და არ იქნას ერთმნიშვნელოვნად წარდგენილი შეთავზება და გადავდოთ მომავლისთვის, შესაბამისად პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი შეთავაზება, პირველი 4 პუნქტი იმეორებს ქართული ოცნების ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, მეხუთე საკითხიც არის პოზიტიური ინიციატივა, რომელიც განხილული არაერთხელ იქნა და ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის საკითხია, აქაც არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი, ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს. ამ 6 შეთავაზების გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა მივაღწიოთ ძალიან ბევრს, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვაჩვენებთ იმას, რაზეც არაერთგზის გვილაპარაკია, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს", - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42