დღეს, ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს ჯონ ლენონს 77 წელი შეუსრულდებოდა.
ჯონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში.
ჯონი იყო ალფრედ და ჯული ლენონის ერთადერთი შვილი. მისი გაჩენიდან, ძალიან მალე, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭის აღზრდა ითავა დეიდამ მიმიმ (დედამ მალე ახალი ბოიფრედნდი გაიჩინა). დეიდა საკმაოდ მკაცრი იყო და განსაკუთრებით არ მოსწონდა ახალგაზრდის გიტარით გატაცება: ის შენ ვერ გარჩენს!
გავიდა წლები და ჯონმა დეიდას უყიდა სახლი ზღვისპირას იმ ფულით, რომლიც გიტარაზე დაკვრამ მოუტანა. შემდეგ, ლენონი კვლავ დაუახლოვდა დედას, რომელსაც უკვე ახალი ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა.
1956 წელს შეკრიბა საკუთარი ჯგუფიThe Quarrymen. 1957 წელს მან გაიცნო პოლ მაკკარტნი და შესთავაზა ჯგუფში გაწევრიანება. პოლმა, თავის მხრივ, ჯონს გააცნო ჯორჯ ჰარისონი. და ასე, მეგობრულ საღამოებსა და კონცერტებზე ყალიბდებოდა მომავალი "ბიტლები".
მალე ჯონ ლენონმა ჩააბარა ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში, სადაც გაიცნო თავისი პირველი ცოლი სინტია პაუელი და მათ შეეძინათ ვაჟი - ჯულიანი.
ამ პერიოდში გარდაიცვალა დედამისი, რომელიც პოლიციის ოფიცერმა მანქანით გაიტანა. ამ დანაკლისს ჯონ ლენონი სიცოცხლეს ბოლომდე განიცდიდა და დედას რამდენიმე სიმღერაც უძღვნდა Julia, Mother და Mummy's Dead.
1959 წელს უკვე მათ ჯგუფში ცვლილებებია, იცვლება სახელი Silver Beetles, რომელიც შემდეგ მოკლდება და რჩებაThe Beatles.
ჯგუფი იწყებს გასტროლებს ევროპაში, 1961 წელს მათი მენეჯერი ხდება ბრაიან ეპსტაინი, რომელმაც მოიფიქრა ჯგუფის იმიჯი: სოლიდური კოსტუმი და სცენაზე სამაგალითო მოქცევის წესი.
ჯგუფზე მალევე ალაპარაკდნენ, ხოლო ჯონი გახდა კოლექტივის გაუხმაურებელი ლიდერი - ის ყოველთვის პირველი გამოდიოდა სცენაზე და აცხადება კომპოზიციას. The Beatles მიიღო მონაწილეობა ფილმში Help!და A Hard Day's Night. ისინი წელიწადში, დაახლოებით, ორ ალბომს უშვებდნენ.
1960 -იანი წლებიდან ლენონი ნარკოტიზე დამოკიდებული ხდება და მას იტაცებს რელიგიური სწავლებები. ჯგუფის ლიდერი მაკკარტნი ხდება. ამ პერიოდში ისინი უშვებენ XX საუკუნის საუკეთესო როკ-ალაბომს, რომელიც გადაღებული იქნა როგორც ტელეფილმი A Magical Mystery Tour.
ამ პერიოდში ლენონი წერს თავის საუკეთესო სიმღერებს Strawberry Fields Forever, Across the Universe, I Am the Walrus, Lucy in the Sky with Diamonds, A Day in the Life და All You Need is Love. თანდათან იცვლება ანსამბლის იმიჯიც, მაგალითად ლენონი გამოდის მრგვალ სათვალეებში, რომელიც შემდეგ პოპულარულ სათვალედ იქცა.
1966 წელს ლენონმა გაიცნო მხატვარი იოკო ონო, და ორი წლის შემდეგ ისინი განუყოფელნი ხდებიან. 1968 წელს გამოდის ალბომი Unfinished Music No.1: Two Virgins, რომელიც ერთ ღამეში დაიწერა და რომლის ყრდაზე ჯონისა და იოკოს შიშველი სხეულები იყო გამოსახული.
1969 წლის 20 მარტს წყვილმა ქორწილი გადაიხადა და ლენონმა შეიცვალა სახელი და ჯონ ონო ლენონი გახდა. სიმღერაThe Ballad of John and Yoko, მათი სიყავრულის ჰიმნად იქცა.
ურთიერთობა ჯგუფში დაიძაბა ლენონისა და იოკოს ქორწინებამდე, ქორწილის შემდეგ კი უკვე გაცხადდა, რომ "ბიტლები" დაშლის პირას იყვნენ. ლენონს რეპეტიციებზე დაჰყავდა იოკო და მუდმივად კამათობდა მაკკარტნისთან.
ბოლო ალბომები, რომლებიც დაიწერა ჯგუფის მიერ იყო Let It Be და Abbey Road.
ჯგუფის დაშლის შემდეგ ლენონს თავი არ დაუნებებია მუსიკისათვის და დაიწყო თანამშრომლობა ანსამბლებთან Plastic Ono Band და The Dirty Mac.
ის ხდება აქტიური მოქალაქე და საომარი მოქმედებების პროტესტის ნიშნად ინგლისის დედოფალს უკან უბრუნებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენს. იოკო ონოსთან ერთად ორგანიზებას უკეთებს "ინტერვიუ საწოლში" სერიას. წყვილი სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, ღამის საცვლებში საკუთარ საწოლ ოთახში უშვებს ყველა მსურველს, ურთიერთობს პრესასთან და მოუწოდებს მსოფლიოს მშვიდობისაკენ.
"ჰენრი ფორდმა იცოდა როგორ გაეყიდა მანქანა რეკლამის საშუალებით. ხოლო, მე და იოკო ვყიდით "მშვიდობას"".
1971 წელს წყვილი გადასახლდა ნიუ-იორკში, საიდანაც ის გაიქცა იოკოს მდივანთან ერთად, მაგრამ ამ საქციელმა მასზე ცუდად იმოქმედა. ცოლთან ერთწლიანი განშორების გამო, ის დეპრესიაში ჩავარდა. მალე ლენონი და იოკო კვლავ შერიგდნენ და შეეძინათ ვაჟი შონი.
ჯონ ლენონის ბოლო ალბომი იყო Double Fantasy, 1980 წელს და რამდენიმე კვირის შემდეგ ის მოკლული იქნა მარკ ჩეპმენის მიერ. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეპმენმა მისგან ავტოგრაფი აიღო, შემდეგ დაუდარაჯდა სახლთან და ხუთჯერ ესროლა ზურგში. მკვლელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
მასალის გამოყენების პირობები






