თბილისში ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:05, 09 Oct, 2017     1426
„ქართული ღვინის კვირეული“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

„ქართული ღვინის კვირეული ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებები თბილისის გარდა ჩატარდა გურჯაანში, თელავსა და მარნეულში და დღეს დედაქალაქში ვასრულებთ კვირეულს ამ მნიშვნელოვანი კონკურსით, რომელიც მეოთხედ ტარდება და ყოველ წელს საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც ტარდება ეს შესანიშნავი დღესასწაული“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოების ცერემონიაზე.

თბილისის „ივენთ ჰოლში“ გამართულ საზეიმო ცერემონიაში გამოვლინდა საუკეთესო წინანდალი, მუკუზანი, ხვაჭკარა, ქვევრის თეთრი ღვინო, ქვევრის წითელი ღვინო, საფერავი, უსახელოური, ჭაჭა და სულ 14 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები. კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის, მცირე მარნები.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები, “სახალხო ჟიურის“ წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები იყვნენ სტივენ სპურიე, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერის” კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი და შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენის“ სამი კავალერი.

„ქართული ღვინის ორდენის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ორდენი გადაეცა ასევე სტივენ სპურიეს, ჟიურის თანათავმჯდომარეს და „ახალი ღვინის ფესტივალს“, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ღვინის კლუბია.

დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42