აქციები უკვე დაიწყო ხაბაროვსკში, ვლადივასტოკში, ჩიტაში, ამურის კომსომოლსკში.
ალეკსეი ნავალნის მომხრეები დღეს რუსეთის დიდ ქალაქებში მასობრივ აქციებს გეგმავენ. ამ აქციებით ნავალნი პუტინის 65-ე იუბილეზე „საჩუქრის“ გაკეთებას აპირებს. მისი თქმით მისი დაკავებაც სწორედ ამ დაგეგმილ აქციებს უკავშირდება. უმრავლეს ქალაქში აქციების ჩატარებაზე ხელისუფლების ნებართვა არაა გაცემული, თუმცა მიუხედავად ამისა ნავალნის მომხრეები მაინც იკრიბებიან. ისინი ალეკსეი ნავალნის გათავისუფლებას და მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მიცემას ითხოვენ .
მთავარი აქცია სანკტ პეტერბურგში საღამოს 6 საათისთვის დაიწყება.
ალეკსეი ნავალნის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ერთგვარი აქცია წამოიწყეს. სოცქსელის მომხმარებლები ტრანფარანტებით ხელში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ,



მასალის გამოყენების პირობები






