პრეზიდენტი ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უფლების გარეშე ტოვებს
საზოგადოება - 16:16, 03 Jul, 2013     426

ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.


"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საარჩევნო დღედ გამოცხადებული 31 ოქტომბერი, საქართველოსგან განსხვავებით, სამუშაო დღეს წარმოადგენს უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის, რაც თავის მხრივ, სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარების წინაპირობებს ვერ ქმნის. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ–სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან და დემოკრატიის განხორციელების პროცესში, მათი უშუალო მონაწილეობა. ნებისმიერი ქვეყანაში, დიასპორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარების პროცესში, თუმცა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლებელია, მათი თანამონაწილეობის მნიშვნელობა, იგნორირებული აღმოჩნდეს. "ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურადაც გაუმართლებელია, რითაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებებს ხელყოფს.


"ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რათა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების კორექტირება, რათა საპრეზიდენტო არჩევნებს ჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არჩევნების თარიღის გამოცხადებით, არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, დამდგარი შედეგი გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია კიდევ ერთხელ შეიცვალოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რათა სრულად იქნეს გამოვლენილი საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური ნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიასპორების აქტიური ჩართულობით.


ამასთან, "ახალგაზრდა ადვოკატები" გამოდის ორი რეკომენდაციით და მიმართავს საქართველოს მთავრობას და საქართველოს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას.


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, აუცილებლად უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციაში. როგორც ცნობილია, საქართველოდან ემიგრაციის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით, საჭიროა საქართველოს მთავრობამ დაიწყოს აქტიური დიპლომატიური შესაძლებლობების გამოყენება და არჩევნების ჩატარების საკითხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დააყენოს.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას და საჭიროდ მიიჩნევს წინასაარჩევნო პროცესში მკაცრად შეფასდეს ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელიც დაკავშირებული შეიძლება აღმოჩნდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიმართ თავისუფალი ნების გამოვლენის ზემოქმედებასთან. საქართველოს, ამ მიმართულებით, ცუდი პრაქტიკა გააჩნია, ხოლო უწყებათასორის კომისიას – არაეფექტური მუშაობის გამოცდილება.


შეგახსენებთ, რომ მსოფილოს 32 ქვეყნის 38 ქალაქში, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, 40 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს საქართველოს 1 მლნ 900 000 ათასი ემიგრანტი ჰყავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42