ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიას (The International Campaign to Abolish Nuclear Weapons, ICAN) გადაეცა. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა.
პრემიაზე წელს 318 კანდიდატი იყო ნომინირებული, მათ შორის 103 ორგანიზაცია.
ფავორიტებს შორის სახელდებიან : გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, რომელმაც პრემია უკვე ორჯერ, 1954 და 1981 წლებში მიიღო; დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობა; რუსული უფლებამცველი ცენტრის „მემორიალის“ დამფუძნებელი სვეტლანა განუშკინა. ასევე, რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტა“; საუდელი ბლოგერი რაიფ ბადავის და თურქული გაზეთის „Cumhuriyet“-ის ყოფილ მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარი.
შეგახსენებთ, 2017 წლის ნობელის ლაურეატი ლიტერატურის დარგში წარმოშობელით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო გახდა. ქიმიის დარგში პრემია სამმა მეცნიერმა მიიღო - ჟაკ დუბოშე, იოაკიმ ფრანკი და რიჩანრდ ჰენდერსონი გა კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის განვითარებისთვის დაჯილდოვეს. ნობელის პრემია ფიზიკაში , LIGO-ს დეტექტორით გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის სამ ამერიკელ მეცნიერს გადაეცა. პრემია სამმა მეცნიერმა - რაინერ ვაისიმ, კიპ ტორნიმ და ბარი ბარიშმა გადაინაწილა.
მასალის გამოყენების პირობები






