ტრადიციულად, საკუთარ ფსონებს აკეთებენ ექსპერტები. ფავორიტებს შორის სახელდებიან : გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, რომელმაც პრემია უკვე ორჯერ, 1954 და 1981 წლებში მიიღო; დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობა; რუსული უფლებამცველი ცენტრის „მემორიალის“ დამფუძნებელი სვეტლანა განუშკინა. ასევე, რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტა“; საუდელი ბლოგერი რაიფ ბადავის და თურქული გაზეთის „Cumhuriyet“-ის ყოფილ მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარი.
შეგახსენებთ, 2017 წლის ნობელის ლაურეატი ლიტერატურის დარგში წარმოშობელით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო გახდა. ქიმიის დარგში პრემია სამმა მეცნიერმა მიიღო - ჟაკ დუბოშე, იოაკიმ ფრანკი და რიჩანრდ ჰენდერსონი გა კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის განვითარებისთვის დაჯილდოვეს. ნობელის პრემია ფიზიკაში , LIGO-ს დეტექტორით გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის სამ ამერიკელ მეცნიერს გადაეცა. პრემია სამმა მეცნიერმა - რაინერ ვაისიმ, კიპ ტორნიმ და ბარი ბარიშმა გადაინაწილა.
მასალის გამოყენების პირობები






