ამის შესახებ Washington Post თეთრი სახლიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
„პრეზიდენტი ტრამპი მომავალ კვირას განაცხადებს, რომ ირანთან საერთაშორისო შეთანხმებას „აუქმებს“, რადგან ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის, ამბობენ ადამიანები, რომლებიც თეთრ სახლში ბრიფინგს დაეწსრნენ” - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ მანამ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არ ასრულებს ბირთვულ შეთანხმების პირობეს და აშშ არ დაუშვებს, თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს“.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თეირანთან შეთანხმების თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა - „ირანის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ“.
„ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს და ახდენს ძალადობის ექსპორტს. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ. ისინი შეთანხმების სულისკვეთებას არ იცავენ" - გაანცხადა ტრამპმა.
შეგასენებთ, ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას ხელი 2015 წლის 14 ივლისს მოეწერა, რომლის მიხედვითაც ირანისგან ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ, თეირანს ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოეხსნა.
ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ბირთვულ შეთანხმებას ხშირად აკრიტიკებს და ობამას ადმინისტრაციის შეცდომას უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






