„ეს წყარო არის მოხალისეთა მოძრაობიდან, რომელთანაც უშუალოდ დაკავშირებული იყო ზაბოლოტნი. მოძრაობა მონიტორინგს უწევს გავრცელებულ ინფორმაციას მოხალისეებზე, რომლებიც სირიის და დონბასის ტერიტორიაზე იმყოფებიან.“- აცხადებს კოტლიაკოვი.
მეორე დატყვევებულ რუსზე, გრიგორი ცურკანზე კოტლიაკოვს ინფორმაცია არ აქვს.
კრემლის განცხადებით ისინი შეშფოთებულნი არიან იმ ხალხის ბედით, რომლებიც ISIS-ის ტყვეობაში არიან, პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, ამ მომენტისთვის დგინდება ტყვედ ჩავარდნილი პირების მოქალაქეობა.
ცოტა ხნით ადრე, ორგანიზაცია „მებრძოლთა ძმობა. დომოდედოვო“-მ ერთ-ერთ ტყვეში მოსკოვის ოლქის მაცხოვრებელი გრიგორი ცურკოვი ამოიცნო, მათი ინფორმაციით ცურკოვი მონაწილეობას იღებდა როგორც სირიაში, ასევე იუგოსლავიის სამხედრო ოპერაციებშიც. ის სირიაში წასვლამდე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებშიც მონაწილეობდა როგორც რუსი მოხალისე.
რაც შეეხება რომან ზაბოლოტნის, როგორც აღმოჩნდა ის იმ კაზაკთა შორის იყო, რომლებმაც ამ წლის გაზაფხულზე დონის როსტოვში ალეკსეი ნავალნის შტაბის პიკეტირება მოახდინეს.
შეგახსენებთ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სააგენტო „ამაკზე“ 3 ოქტომბერს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახული იყო ორი სლავური გარეგნობის მამაკაცი. ტერორისტების მტკიცებით, ისინი რუსი სამხედროები არიან, რომლებიც ტყვედ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის ბრძოლების დროს აიყვანეს. ერთ-ერთი მამაკაცი აცხადებს, რომ ის როსტოვის მაცხოვრებელი 1979 წელს დაბადებული რომან ზაბოლოტნია.
მასალის გამოყენების პირობები






