„საპარტნიორო ფონდს“ იტალიური კომპანია Simest-ის პრეზიდენტი ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:42, 05 Oct, 2017     1115
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იტალიური კომპანია Simest-ის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი სალვადორე რებეკინი მიიღო, რომელიც საქართველოში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე სალვადორე რებეკინიმ Simest-ი ჯგუფის შესახებ ფონდის მენეჯმენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კომპანია მსოფლიო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და პირდაპირი ინვესტიციებისა და ექსპორტის საკრედიტო მხარდაჭერით ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. SIMEST არის ევროპული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ასოციაციის (EDFI ) წევრი და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.

Simest-ის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა შეხვედრაზე ფონდში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს იტალიური კომპანია Simest-ის ჩართულობის საკითხები და ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპეტივებზე. საუბარი შეეხო როგორც სოფლის მეურნების, ასვე, ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს.

SIMEST-ი აკონტროლებს SACE-ს აქციებს, რომელთანაც „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად თანამშრომლობს. ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილ იტალიურ სააგენტო SACE-სთან ერთად „საპარტნიორო ფონდი“ იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე მუშაობს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბებას. სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ექსპორტის შესაძლებლობებისა და საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად.

SACE არის ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს. SACE იტალიაში ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42