კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას 9 ოქტომბერს გამოაცხადებს. "როიტერსის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის რეგიონული მთავრობიდან წყარო ავრცელებს.
მანამ BBC-სთან ინტერვიუში ავტონომიის პრტეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მისი თქმით, შესაბამის ბრძანებას რეგიონის მთავრობა კვირის ბოლომდე გამოსცემს, ოფიციალურ მადრიდთან კი მოალაპრაკებები ამ დრომდე არ შემდგარა.
ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ კი მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო უწოდა.
შეგახსენებთ, ესპანეთის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის მიუხედავად, 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. შეტაკებების შედეგად , ბოლო მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
კატალონიის მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ, ხმა კატალონიის დამოუკიდებლობას მისცა. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს . რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს ევროკომისიაც.
პარალელურად ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერების აქცია გაიმართა კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც შეკრებილებმა პოლიციის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






