“ჰეი, საყვარელო. ვიცი, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პენსილვანიელ ქალებთან ერთად ხარ....მაგრამ უნდა შემოვჭრილიყავ, რადგან დღეს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს“
ორწუთიან მიმართვაში, ბარაკ ობამამ მეუღლეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მშვენიერი, წმინდა და მომთმენი ადამიანი უწოდა.
„შენ არა მხოლოდ ექსტრაორდინალური პარტნიორი, არა მხოლოდ არაჩვეულებრივი მეგობარი იყავი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაცინებას, ვინც ყოველთვის მარწმუნებდა, რომ ბოლომდე გავყოლოდი იმ გზას, რომელიც სწორი მეგონა, არამედ შენ ჩვენი ქალიშვილებისა და მთელი ქვეყნის მაგალითიც ხარ.
“ეს ნამდვილად იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება“ - ამბობს ბარაკ ობამა.
ბარაკ ობამას მილოცვას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. მოგვნიანებით, ვიდეომიმართვა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






