რუსეთში, ეკატერინბურგის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე, 33 წლის ქალი დააკავა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაშია ბრალდებული.
როგორც გამოცემა Znak.com-ს ადგილობრივი პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ქალი, რომელზეც მეოთხე წელია საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, 23 სექტემბერს დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხზე მუშაობენ.
გამოცემის ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე 2012-2013 წლებში ბათუმში, საკუთარი თანამემამულეებს პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა. გარდა ამისა, ქართველი ძალოვნების მტკიცებით, ინტიმური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ის გოგონებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
გამომძიებლების მტკიცებით, ერთ-ერთ გოგონას მან მუქარა აუსრულა კიდეც და საკუთარი მოკლა, რადგან გოგონა პოლიციისთვის ყველაფრის მოყოლას აპირებდა.
უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მას ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






