კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილის მომგვრელია,რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.
ამჯერად დემნამ ბალენსიაგასთვის გაზაფხული/ზაფხული 2018 კოლექცია წარადგინა და თითქოს ვიფიქრეთ, დემნა „მაიმუნობას“ შეეშვა, მაგრამ არა. მსოფლიოს დატროლვას ისევ განაგრძობს და ამჯერად, მაღალქუსლიანი კროქსები წარადგინა და Balenciaga-ს ლოგოც მოარგო. კროკსები, რომლებსაც ძირითადად ექიმები იცვამენ, ხშირად, ზღვის სანაპიროზეც გვხვდება, თუმცა დიდი მოწონებით, რომ არ სარგებლობს, ამაზე ვთანხმდებით. ხო დაგვეთანხმებით, რომ დიდია "საფრთხე", დემნას მაღალქუსლიანი კროქსები სეზონის ჰიტი გახდეს, ბებოს ჩანთის და სანთება-ფეხსაცმლის მსგავსად.









ესეც მამაპაპური კროსკები:

მასალის გამოყენების პირობები






