ამჯერად, მას, ყოფილი გერმანელი მსახიობი, 61 წლის რენატა ლანგერი ადანაშაულებს. ლანგერმა შვეიცარიის პოლიციას უკვე მიმართა. მისი თქმით, რომან პოლანსკიმ მასზე 1973 წელს სექსუალურად იძალადა, როდესაც 15 წლის იყო.
ლანგერი მეოთხე ქალია, რომელმაც ოსკაროსანი რეჟისორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
პირველად, პოლანსკის ბრალი სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაში 2010 წელს, ბრიტანელმა მსახიობმა შარლოტ ლუისმა დასდო. მისი თქმით, რეჟისორმა მისი გაუპატიურება სცადა, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო.
აღსანიშნავია, რომ პოლანსკი , 1978 წელს მომხდარი შემთხვევის გამო ციხეშიც იჯდა. პოლანსკიმ ციხეში 42 დღე გაატარა და თავდებით გამოშვების შემდეგ, აშშ-დან წავიდა. რეჟისორი სამანტა გეიმერთან სექსუალური კავშირში დამნაშავედ ცნეს მაშინ, როცა სამანტა 13 წლის იყო.
მიმდინარე წლის აგვისტოში, ამერიკელმა მსახიობმა რობინ მ. განაცხადა, რომ 1973 წელს პოლინსკიმ მასზე სექსუალურად იძალადა, როცა ის 16 წლის იყო.
რომან პოლანსკი ერთ-რთი ტიტულოვანი რეჟისორია ჰოლივუდის ისტორიაში. იგი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „პიანისტი“, „მაკბეტი“, „ჩაინათაუნი“, „როზმარის ჩვილი“, "ტესი".
პოლანსკის ფილმები „ოსკარებზე“ 27-ჯერ იყო ნომინირებული. ფილმმა „როზმარის ჩვილი“ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს ფილმი 2 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ფილმმა „ჩაინათაუნმაც“ აიღო ოსკარი, ეს ფილმი 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, პოლანსკი ცნობილია ფილმისთვის „ტესი“, ფილმი 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 3 ოსკარი მოიპოვა.
განსაკუთრებით ცნობილი პოლანსკი დრამისთვის „პიანისტი“ გახდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი და მან 3 ოსკარი მოიპოვა,საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში. ფილმში მთავარ როლს ედრიან ბროუდი ასრულებს.
1969 წლის 8 აგვისტოს, რომან პოლანსკის საცხოვრებელ სახლში ლოს ანჯელესში ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი შეიჭრა, რომელმაც პოლანსკის 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






