მანამდე, ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა. მეფემ კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლებას უპასუხისმგებლო უწოდა.
მეფის თქმით, კატალონიის ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებმა, შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკურ სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე.
მისივე თქმით, ესპანეთში სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.
ეპანეთის მეფემ განაცხადა, რომ რეფერენდუმი უკანონო იყო.
ესპანეთის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის მიუხედავად, 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. შეტაკებების შედეგად , ბოლო მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
კატალონიის მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ, ხმა კატალონიის დამოუკიდებლობას მისცა. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს . რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს ევროკომისიაც.
პარალელურად ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერების აქცია გაიმართა კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც შეკრებილებმა პოლიციის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






