გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, მიმდინარეობდა თუ არა თავდასხმის პირდაპირ ეთერში გადაცემა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 64 წლის სტივენ პადოკი, რომელმაც ქანთრი მუსიკის კონცერტზე ათასობისთ მაყურებელს ცეცხლი სასტუმროს 32-ე სართულის ფანჯრიდან გაუხსნა, თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 527 ადამიანი.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა აშშ-ის სპეცსამსახურებინ მამაკაცის ჯიჰადისტებთან კავშირს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ამ თავდასხმას ამერიკის მშვიდობიანი პერიოდის ისტორიაში ცეცხლსასროლი იარაღით განხრციელებულ მასობრივ მკვლელობებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. იმაზე მეტიც კი, ვიდრე გასულ წელს, ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარ ტერორისტულ აქტს.
მასალის გამოყენების პირობები






