საპარტნიორო ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:23, 02 Oct, 2017     1144

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი მიიღო. ფონდში გამართულ შეხვედრას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ ფონდს ფართო წარმომადგენლობით და კონკრეტული წინადადებებით ესტუმრა. შეხვედრაზე მხარეებმა ფონდის მიმდინარე პროექტებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ფონდში გამათულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტ "ჯინო გრინ სითიში" ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის საკითხს. პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას გულისხმობს. ფონდში გამართულ შეხვედრას „ჯინო გრინ სითის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე და Gino Invest- ის პარტნიორი კომპანიის Ramboll group company წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი:

• ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;

• ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;

• ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42