"2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდის პროგრამას ეფუძნება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:14, 02 Oct, 2017     1200

2018 წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი. აღნიშნული ფისკალური ჩარჩო ეფუძნება სსფ-ის სამწლიან პროგრამას, რომელიც სრულად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზებს საშუალოვადიან პერიოდში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ფისკალური ჩარჩო მოიცავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც 2016 წელს მიმდინარე ხარჯებზე მშპ-ის 25.9% მიიმართა, ხოლო 2017 წელს მისი წილი 24.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წლისთვის ეს რიცხვი 20.8%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებას ზრდას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ისინი გაზრდის საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ პოტენციალს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 940 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - 650 მლნ ლარის ფარგლებში.

„რაც შეეხება ხარჯებს, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზრდაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში - 572 მლნ ლარი. ეს დაფინანსება მთლიანად მიემართება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა დააჩქაროს. ასევე ჩვენ არ ვცვლით სოციალური მიმართულებით ხარჯების დაფინანსების პოლიტიკას - ჯანდაცვის პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჯამში, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 109 მლნ ლარით. აგრეთვე იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42