ლას-ვეგასის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამის შესახებ ჯიჰადისტების პროპაგანდული სააგენტო „ამაქი“ იტყობინება.
წერილში, ჯიჰადისტები აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელაც 50 ადამიანი მოკლა, ISIS-ის ჯარისკაცია, რომელმაც ისლამი რამდენიმე თვის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 50-ზე მეტი და დაშავებულია 400 ადამიანი.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, მუსიკალური ფესტივალის დროს მოხდა. 64 წლის სტეფენ პედოკმა ლას ვეგასის სასტუმროდან მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა, 64 წლის სტეფენ პედოკნა პოლიციის მიერ მისი ოთახის შტურმის, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავების თქმით, მამაკაცს კრიმინალური წარსული არ გააჩნია. ის ლიცენზირებული პილოტი და მონადირე იყო.
თავდასხმის მოტივი და შემთხვევის შესახებ სხვა დეტალებია, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






