კატალონიური შემოდგომა: რეფერენდუმი და მადრიდი-ბარსელონას ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები
მსოფლიო - 16:21, 02 Oct, 2017     1705
რთულია, დაასახელო ორი ქალაქი, რომელსაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნია, როგორც მადრიდსა და ბარსელონას.

ოფიციალური მადრიდისა და ესპანეთის კონსტიტუციური სასამართლოს წინააღმდეგობის მიუხედავად, 1 ოქტომბერს, ბარსელონას მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე, რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად მივიდა.

ზოგს გაუმართლა და სამართალდამცებს აცდა, თუმცა ვისაც არ გაუმართლა, საავადმყოფოში მოხვდა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი გადავხედოთ, როგორ უყურებენ ესპანეთის ორ ქალაქში - მადრიდსა და ბარსელონაში რეფერენდუმს კითხვაზე: „გსურთ თუ არა კატალონიაიყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური წყობით?“

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ კატალონიის ავტონომიურმა მთავრობამ ესპანეთის სამეფოდან გამოყოფის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოფიციალურ მადრიდთან შეუთანხმებლად დანიშნა.

რეფერენდუმამდე იყო მრავალათასიანი აქციები - ბარსელონაში, რეფერენდუმის მხარდამჭრები, მადრიდში კი მისი მოწინააღმდეგეები.

რეფერენდუმის დღეც დადგა.

ცენტრალურმა მთავრობამ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა და კატალონიაში სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფები გაგზავნა. მაშინ, როცა ესპანეთის ეროვნული პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და მოსახლეობას ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა, ისინი კი მაინც ახერხებდნენ საკუთარი ბიულეტენის ყუთში მოთავსებას, მადრიდში ერთიანი ესპანეთის მომხრეების აქცია მიმდინარეობდა.

ბარსელონაში კი პოლიცია მოსახლეობას გაუსწორდა. ინტერნეტში კადრები გავრცელდა, როგორ სცემენ ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან შეკრებილ მოსახლეობას, როგორ გამოჰყავს ისინი თმებით. თუმცა, დაპირისპირება არა მხოლოდ მოქალაქეებთან, კატალონიისა და ეროვნულ პოლიციას შორისაც მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 890 ადამიანს შეადგენს.

მაშინ, როცა კატალონიაში რეფერენდუმზე მონაწილეობის მიღების მსურველთა და ეროვნულ პოლიციას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა, მადრიდში ერთიანი ესპანეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მე ვარესპანელი" და კატალონიის მთავრობის მეთაურის კარლოს პუჩემონტის დაპატიმრებასითხოვდენ.

რეფერენდუმი ჩატარდა. საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კატალონიისმთავრობის განცხადებით, შუალედური შედეგების თანახმად, რეფერენდუმში მონაწილე 90%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,2მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად აქტივობამ 42% შეადგინა.

ესპანეთის მთავრობა კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის განცხადებით, კატალონიის რეგიონული მთავრობის მიერორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით კი , მადრიდი ყველა კანონიერ ზომას მიმართავს ყველა , რათა კატალონიისდამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას წინ აღუდგეს.

პოლიციის გადამეტებული სიმკაცრის მიუხედავად, შეერთებული შტატები და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა ესპანეთის პრემიერ მარიანო რახოისა და ქვეყნის ერთიანობას უჭერენ მხარს.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში, კატალონია ავტომატურად დაემშვიდობება ევროკავშირსაც. ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონო უწოდა.

ვინ არიან კატალონიელები?

კატალონია , ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომელიც მოიცავს 4 პროვინციას: ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა. კატალონიაში, კატალონიური ოფიციალური ენაა, ესპანურთან ერთად. მოსახლეობა კი 7.5 მილიონს შეადგეს.

XV საუკუნიდან რეგიონი ესპანეთის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა დამოუკიდებლობის მომხრეები აცხადებენ, რომ მადრიდი მათთვის უფლებების შეზღუდვას ცდილობს და ცენტრალური ხელისუფლება რეგიონს იმაზე მეტს ართმევს, ვიდრე აძლევს. კატალონია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 19%-ს ქმნის.

დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი კატალონიაში პირველად 2009 წელს, ბოლოს კი 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ, ამომრჩეველთა 80%-მა კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, თუმცა რეფერენდუმში , მთელი მოსახლეობის მხოლოდ 2,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმს ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42