2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი12 298 000 ლარია. მათ შორის შემოსავლები - 10 მილიარდ 120 მილიონი ლარი. მომავალი წლის მთავარი საფინასო დოკუმენტი ეკომომიკის 4.5 % იან ზრდაზეა დაგეგმილი. ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდ 470 მილიონი ლარია, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9 მილიარდ 489 მილიონს შეადგენდა.
აქციზის გადასახადიდან მთავრობა მილიარდ 450 მილიონი ლარის მობილიზებას ელოდება, მოგების გადასახადიდან 2018 წელს ბიუჯეტში 630 მილიონი ლარის შესვლაა პროგნოზირებული.მოგების გადასახადიდან 2018 წელს ბიუჯეტში 630 მილიონი ლარის შესვლაა პროგნოზირებული. გრანტების მიმართულებითაც მთავრობა მომავალ წელს კლებას ელოდება. 2018 წელს ეს მუხლი 265 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
მთავრობა მატებას ელოდება საშემოსავლო გადასახადის, დღგ-ს და სხვა გადასახადის მიმართულებით.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, 210 მილიონი ლარით მეტი უნდა მიიღოს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით და თანხამ 2 მილიარდ 780 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს. 2018 წლის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, ბიუჯეტის პროექტით, სხვა გადასახადების კუთხით ბიუჯეტში 160 მილიონი ლარი უნდა შევიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






