ესპანეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით 2315 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობაზე კონტროლი დაამყარა და დაახლოებით 11 მილიონი ბიულეტენი ამოიღო.
პოლიციასთან შეტაკებებისა და დახურული უბნების მიუხედავად კატალონიელთა ნაწილმა რეფერენდუმში მონაწილეობა მაინც მიიღო. ისინი ხმას ქუჩასა თუ რამდენიმე ღია საარცევნო უბანში აძლევდნენ.
პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, დაშავდა 465 ადამიანი, დამსხვრეულია საარჩევნო უბნები და მათი მიმდებარე ტერიტორია. შეტაკებების გამო გადაიდო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ბარსელონას მონაწილეობით. კატალონიის მთავრობა
უახლოეს მომავალში სარეფერენდუმო კომისია შედეგებს გამოაცხადებს. წინასწარ ცნობილია, რომ ესპანეთის მთავრობა მის შედეგს არ აღიარებს, რადგან საკონსტიყუციო სასამართლომ რეფერენდუმის გამოცხადება არაკონსტიტუციურად და უკანონოდ სცნო.. რეფერენდუმმა ერთი რეალური შედეგი მოიტანა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფაქტობრივად ყველა ხიდი ჩატეხილია. - ესპანეთის ხელისუფლება, კატალონიის მთავრობას კონტროლიდან გასულს უწოდებს და კატალონია ესპანეთის მთავრობის ქმედებებს ევროპის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ევროპა და მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის მოვლენების შემდგომ განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






