ჩვენი ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი“ დასაქმებისათვის წელიწადზე მეტია, რაც არსებობს. ყველაფერი facebook -დან დაიწყო, ამ სოციალურმა ქსელმა, ყველა ის ადამიანები გაგვაერთიანა, ვისაც გული შეტკიოდა ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე. ჩვენ, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა არასამთავრობო ორგანიზაცია და გვეზრუნა ქვეყანაში უმუშევრობის პრომელმების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაწარმოებთ უმუშევარ ადამიანთა რეგისტრაციას. დღეს რეგისტრაციაში გვყავს 2000-ზე მეტი უმუშევარი ადამიანი. მათი რიგები კი დღითიდღე იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ყოველდღიურად ჩვენთან.
- ძირითადად რა მიმართულებით მუშაობს ,,უმუშევართა კავშირი“ და რა შედეგებისთვის მიგიღწევიათ?
- ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი მიმართულება საქველმოქმედოა, რის მეშვეობითაც ბევრ ადაამიანს დავეხმარეთ(ტანსაცმელი, პროდუქტები თუ ა.შ.). გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ორმოც ბენეფიციალამდე, რომლებსაც მთელი ზამთარის განმავლობაში ვმასპინძლობდით ცხელი სადილებით. ჩვენ განვახორციელეთ პროგრამა ,, შემწეობის კალათა, რომელიც ახლაც მინდა, რომ უფრო ფართომაშტაბით განვახორციელოთ. არის იდეა,საფრანგეთიდან, რომ სუპერმარკეტებში დაიდგას სპეციალური კალათები, რომლებშიც ადამიანები თავისი ნაყიდი პროდუქტებიდნ ერთ-ერთს ამ კალათაში მოათავსებენ. შეგროვილ პროდუქტებს კი გავანაწილებთ იმ ოჯახებში, რომლებსაც უაღრესად უჭირთ. ჩვენს სიაში მსგავსი ტიპის ოჯახები 40-დე გვყავს. მეორე მიმართულება, რომეზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, ესაა სამართლებრივი მხარე. მე 8 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით იმ არასწორ პოლიტიკას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ატარებდა. მათ ფაქტიურად უარი თქვეს ქვეყანაში სოციალურ პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული არასწორი ,,შრომის კოდექის“ არსებობით. როდესაც ჩვენ გამოგვყარეს სამსახურიდან ვერავინ ვერ დაგვიცვა, ვერც სასამართლომ და ვერც კანონმა. დღეს მოქმედი შრომის კოდექსი არაა დემოკრატიული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიუციაში წერია, რომ შრომა თავისუფალია და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შრომაზე. დღეს არსებული შრომის კოდექსი კი სულ სხვას გვეუბნება . პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს სამართლებრივი შრომის კოდექსი. ამისთვის კი საჭიროა, რომ არსებულ შრომის კოდექსში ცვილიებების შევიდეს..
- კონკრეტულად რას გულისხმობთ, რა ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს დღეს არსებულ შრომის კოდექსში?
- ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს შრომის კოდექსის შესწავლას. ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ძალიან დიდი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს. იმედია, რომ ეს ასე იქნება. არსებულ შრომის კოდექსში არის ზეპირი და და ვადიანი ხელშეკრულება. რას ჰქვია ზეპირი ხელშეკრულება?! ვის აქვს იმის გარანტია, რომ დამსაქმებელი მოიქცევა პატიოსნად, როდესაც ის აფორმებს ზეპირ ხელშეკრულებას დასასაქმებელთან. ამიტომ, ჩვენ ვთლით, რომ შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს დადებული ქაღალდზე. ასევე, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს გრძელვადიანი. ვთქვათ, დამსაქმებელმა დაგიდოთ თვქენ სამი ან რვა თვიანი ხელსეკრულება, თქვენ ავტომატურად კარგავთ შვებულების უფლებას, რის საფუძველზეც დასაქმებული ხდება დამსაქმებლის ავტომატიური მონა. ეს კი აფსოლიტურ წინააღმდეგობაშია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცების რეკომენდაციებთან. კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცნება უმუშევართა სტატუსი, რომელიც დღეს არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ, იმ შედეგს, რაც დღესაა. უმუშევართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ამაზე, დღეს არვის არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა. თუ საქართვლო არ შეასრულებს რატიფიცირებულ კონვენციებს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებს შრომის უფლებეთან დაკავშირებით, ჩვენ არც არავინ დაგველაპარაკება ევროპიდან და არც არანაირი შესვლა ევრო სტრუქტურებში არ იქნება, იმიტომ რომ პირველი რასაც სთხოულობს საერთასორისო ორგანიზაციები ესაა, ის რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში, კი ეს შრომის უფლება.
ჩვენ გვჭირდება წესირი შრომის კოდექსი! ამისთვის საჭიროა: გაუქმდეს ზეპირი და ვადიანი ხელშეკრულება!მოქმედებაში შევიდეს შრომის წიგნაკი, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში!აიკრძალოს დასაქმებული ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა, თუ დამსაქმებელი ვერ ხსნის მიზეზს, ან თუ დასაქმებული არ არის გაფრთხილებული წინასწარ ამის შესახებ.აუცილებელია, რომ კანონში განისაზღვროს უმუშევართა სტატუსი და იქნას შექმნილი დასაქმების სამსახური და დაწესდეს უმუშევართა შემწეობა.უნდა იყოს რეალიზებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა რატიფიცირებული კონვენციები. მიღებული უნდა იყოს მინიმალური ხელფასის ცნება.დასაქმებული ადამიანი არ უნდა მუშაობდეს კვირაში 48 საათზე მეტი.დასაქმებულ ადამიანებს უნდა მიეცეთ კოლექტიური შრომის ხელშეკრულების უფლება.
და რაც მთავარია ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საკუთარ მოქალააქებზე ზრუნვა.
_ თქვენ აღნიშნეთ რომ ,,ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კარგი პროგრამა უმუშევართა პრობლემების დასაძლევად, თუ თანამშრომლობთ მათან და რა ზომებს იღებთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?
- დიახ, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგი პროგრამა აქვს. მათ ძირითადად დასაქმებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვიმყოფებით მოლოდინის რეჯიმში, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალ მთავრობას ჯერ უნდა დავაცოთ გააკეთოს პირველი ნაბიჯები, იმისკენ რომ განახორციელოს თავისი პროგრამა. ამისთვის კი საჭიროა მინიმუმ სამი თვე.
- შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოში არსებულ უმუშევართა რაოდენობა?
- 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 14,8 %-ია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ჩვენი გამოკითხვებით, კვლევებით, დღეს უმუშევართა რაოდენობა 60-70%-ზე მეტია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა ყველანაირ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. კანომდებლობაში შემოიტანა ცნება როგორიცა არის თვითდასაქმებული ადამიანი. რა გამოდის, რომ დღეს მილიონზე მეტი ადამიანი არის თვითდასაქმებული. თვითდასაქმებულ ადამიანად კი ის ადამიანი მიიჩნევა, ვინც გამოკითხვამდე 7 დღით ადრე ერთი საათით მაინც იმუშავა თავისი თავის სასარგებლოდ. თუ შენმა სამუშაომ არ მოგიტანა სტაბილური შემოსავალი და თუ შენი სტაბილური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, როგორ შეიძლება ჩაითვალოთ თვითდასაქმებულად? ეს ხომ არასწორია. ადამიანი თვითდასაქმებულად მაშინ შეიძლება ჩაითვალოს თუ მას აქვს სტაბილური შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში და ეს შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს.
- რა ძირითადი საშუალებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ უმუშევრთა რაოდენობა შემცირდეს დღეს საქართველოში?
- პირველ რიგში, წახალისება უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში. სწორედ ეკონომიკის განვითარებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული ხალხის დასაქმება. აუცილებელია მოხდეს შრომის ბაზრის შესწავლა, რომ დავდგინოთ უმუშევარი ადამიანების რესურსი. ამისთვის აუცილებელია, რომ შეიქმანას დასაქმების სამსახური, რომელიც უკვე შესწავლილ რესურს უცებ დაასაქმებს ახლად გახსნილ საწარმოებში, ზოგს გადაამზადებს და ა.შ თუ ეს პოლიტიკა გატარდა ნელ-ნელა ხალხიც დასაქმდება. უმუშევარი ადამიანისთვის სოციალური დამხარება უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც ნაკლები არ უნდა იყოს პენსიაზე და პენსია კი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ეს არის ის იდეალი რისკენაც ჩვენ მივისწრაფით.
ლალი წიკლაური
მასალის გამოყენების პირობები






