გერმანიის ქალაქ ბოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ადამიანები, რომლებიც კომპიუტერული თამაშებით არიან გატაცებული, ინფორმაციას უფრო სწრაფად იმახსოვრებენ და აანალიზებენ.
ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს - ისინი, ვინც კომპიუტერულ თამაშებს კვირაში 15 საათზე მეტ დროს უთმობს და ისინი, ვინც თამაშებს არარეგულარულად თამაშობს.
ექსპერიმენტის მონაწილეებს სპეციალური ტესტი ჩაუტარეს - მათ უნდა მოეხდინათ ამინდის პროგნოზირება, სპეციალურად დარიგებული ბარათების მეშვეობით, რომელიც იმ ალბათობის შესახებ შეიცავდა ინფორმაციას, ამინდი მზიანი იქნებოდა თუ წვიმიანი.
ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ექიმები მონაწილეებს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით აკვირდებოდნენ. ტესტის შემდეგ მონაწილეებს უნდა შეევსოთ სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა აღეწერათ თუ რა კანონზომიერებაზე დაყრდნობით მიიღეს მათ ესა თუ ის გადაწყვეტილება.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ გეიმერებმა ამოცანას უკეთ გაართვეს თავი, ხოლო ანკეტის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ უკეთ აითვისეს მიწოდებული ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






