ფეისბუკის შესაძლო დაბლოკვის შესახებ, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხდა.
მისი თქმით, მსგავსო ქმედება აუცილებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია არ შეასრულებს რუსეთში მოქმედ კანონს და მომხმარებლეთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას რუსეთში განლაგებულ სერვერებზე არ გადაიტანს.
„კანონი ყველასთვის სავალდებულოა, ამიტომ, ეჭვგარეშეა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივაღწევთ კანონის შესრულებას, ან კომპანია რუსეთში ფუნქციონირებას შეწყვეტს, ისევე როგორც ეს LinkedIn-ის შემთხვევაში მოხდა. გამონაკლისი არ არსებობს“ - განაცხადა ჟაროვმა.
მისივე თქმით, „როსკომნადზორმა“ „შესანიშნავად იცის“, რომ ფეოსბუკი რუსეთში ძალიან პოპულარულია.
„მეორე მხრივ, ჩვენ ისიც გვესმის, რომ ეს უნიკალური სერვისი არ არის და სხვა სოციალური ქსელებიც არსებობს“ - დასძინა ჟაროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






