საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:35, 29 Sep, 2017     1128
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომდგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წევრები და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პანშო ესწრებოდნენ.

ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტების ეფექტიანად წარმართვის მექანიზმები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბების საკითხზე, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის სახით შეიქმნება და იფუნქციონირებს. განიხილეს სააგენტოს შექმნისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალები და ის საერთაშორისო კრიტერიუმები, რომლებსაც ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო უნდა აკმაყოფილებდეს.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თავის მხრივ სავალუტო ფონდის მისიამ მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს“ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი რჩევები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანაში ფისკალური გამჭირვალობის მიმართულებით ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფისკალური გამჭირვალობის გაუმჯობესების მხრივ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, დოკუმენტები უფრო ყოვლისმომცველი გახდა ცენტრალური ხელისუფლების საბალანსო მაჩვენებლის და შემოსავლების ნაწილში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფისკალური პროგნოზები და ბიუჯეტირება უფრო პერსპექტიული და პოლიტიკაზე ორიენტირებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის განხილვისას, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი მისიის დირექტორმა მერსედეს ვერა მარტინმა კითხვაზე - რჩება თუ არა ფისკალურ რისკად „საპარტნიორო ფონდი", აღნიშნა, რომ დღეს მსგავს საფრთხეს და რისკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ ხედავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42